Saturday, March 19, 2016

ტრენინგის მესამე დღის რეფლექსია

ტრენინგის მესამე დღეს წარმოვადგინე ჩემს მიერ შექმნილი ბროშურა სახელწოდებით    "ნაადრევი ქორწინება", ასევე ამ სათაურით დავიწყე მუშაობა პროექტის გეგმაზე, ნასწავლით კმაყოფილი ვარ.

1 მოდულის რეფლექსია

12 მარტს დავიწყე ინტელის ტრენინგი, პირველ და მეორე დღეს  ვისწავლე პროექტით სწავლების გეგმის შევსება და ბროშურების შექმნა. ვარ კმაყოფილი ჩვენი ტრენერის ბატონ გიორგი ხომასურიძის,რომელიც გასაგები ენით გვასწავლის ყველაფერს.

Sunday, September 4, 2011

საქართველოში გავრცელებული სამკურნალო მცენარეები

პროექტის სახელწოდება: ,,საქართველოში გავრცელებული სამკურნალო მცენარეები,,
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა მოიძიონ და გაეცნონ სამკურნალო მცენარეებს  და გამოიყენონ თავიანთ ცხოვრებაში.
პროექტის აქტუალობა: დღეისათვის თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხალხურ მედიცინას.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებს უვითარდებათ კვლევა–ძიების უნარ–ჩვევები
მოსწავლეთა ასაკი: 6–10წ; 11–14წ; 15–17წ.
ვადები: 2011წ აპრილი–სექტემბერი
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შექმნიან ბლოგებს, სადაც ისინი გამოაქვეყნებენ ექსპერიმენტული დაკვირვების  და ჩატარებული ცდების შედეგებს.შეადგენენ ცხრილებს და დიაგრამებს, შექმნიან ჰერბარიუმებს, ნახატებს, გააკეთებენ ალბომს და კედლის გაზეთებს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა.ისტ
პროექტის მსვლელობა:მოსწავლეები მოიძიებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და მათი საცხოვრებელი ადგილის ახლოს მდებარე ტერიტორიაზე არსებულ სამკურნალო მცენარეებს, ახდენენ დაკვირვებას მათ ზრდა–განვითარებაზე სეზონების მიხედვით, აკვირდებიან მათ აღმოცენებას, ყვავილობას, ნაყოფიერებას.
საგნებთან კავშირი: ბოტანიკასთან, ქიმიასთან, გეოგრაფიასთან, ხელოვნებასთან.
პროექტის ხელმძღვანელი: გელაშვილი ეკატერინე
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: gelashviliekaterine@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი/|gelashviliekaterine.blogspot.com